პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში" დაბრუნდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი პაულინიო "ბარსელონადან" "გუანჯოუ ევერგრანდში" გადავიდა.

ჩინურმა კლუბმა მისი ერთსეზონიანი იჯარით აყვანა დაადასტურა.

"ბარსელონა" ამასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

"მუნდო დეპორტივო" ადრე იუწყებოდა, რომ ის "ბარსამ" 50 მილიონ ევროდ გაყიდა და წლიურ გასამრჯელოდ 14 მილიონი დაენიშნება.

პაულინიო "ბარსელონამ" ამავე კლუბისგან შარშან 40 მილიონად შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული