ვეტერანმა ფეხბურთელმა ლისაბონურ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა რა დაუჯდათ პორტუგალიელებს "ვალენსიადან" მისი დამატება, არ კონკრეტდება.
ნანიმ გასული სეზონი განათხოვრებით რომის "ლაციოში" გაატარა. ის "სპორტინგის" ღირსებას 2005/07 და 2014/15 წლებში იცავდა. ამ გუნდის მაისურით მან 113 შეხვედრაში 23 გოლიც გაიტანა.