ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბელორუსში, კერძოდ კი, ბრესტში ჩავიდა, სადაც კლუბ ბრესტის "დინამოს" მართვის თავმჯდომარის პოსტზე იმუშავებს.
არგენტინელი ბრესტში თავისი პირადი თვითმფრინავით ჩავიდა. აეროპორტში მას კლუბის წარმომადგენლები, ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი გოგონები და ჟურნალისტები დახვდნენ.
ბრესტის "დინამომ" "ტვიტერზე" მისი ჩამოსვლის კადრებიც კი გაავრცელა.
მარადონას მოგზაურობა ქალაქში დაუჯერებელი გამოდგა - ის დიდ მანქანაში ჩასვეს და ქალაქი ისე შემოატარეს.
ამის შემდეგ არგენტინელმა კლუბის ბაზა დაათვალიერა, პრესკონფერენცია ჩაატარა და ბრესტის "დინამოსა" და სოლიგორსკის "შახტარს" შორის მატჩს დაესწრო.