ლუის მენოტი: მინდოდა, იარაღი ამეღო და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში ყველა დამეხოცა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ძალიან გაღიზიანებულია.

ფედერაციამ ესპანეთში, მარბელაში, საწვრთნელი ბაზა გახსნა და "ალბისელესტეც" მატჩებისთვის დიდწილად სწორედ იქ მოემზადება.

ინტერნეტში მენოტის WhatsApp-ში საუბარმა გაჟონა.

"არ შემიძლია ამის დაჯერება. როდესაც ეს გავიგე, მინდოდა, იარაღი ამეღო და ფედერაციაში ყველა დამეხოცა.

ეს სამარცხვინოა! ამის მერე ჯოჯოხეთში ან საცხოვრებლად ურუგვაიში უნდა წავიდე.

მათ უზარმაზარი თანხა დახარჯეს და სრულიად უგულებელყვეს არგენტინაში არსებული ინფრასტრუქტურა და ხალხი", - ამბობს მენოტი.

altლუის მენოტი: მესის სიდიადისთვის მსოფლიო თასის მოგება არ

სჭირდება

altლუის სესარ მენოტი: ყოველთვის მანცვიფრებდა ლეო მესის თამაშის უბრალოება

altერთი ინტერვიუს გამო: მენოტი ცოცხალია!

მკითხველის კომენტარები / 6 /
კითხვაზე,ფეხბურთის მომავალის შესახებ,მენოტიმ უპასუხა,მომალი ტოტალური ფეხბურთის არისო,ჟურნალისტმა კი მაგრამ რუსებიც ხომ ბევრს მოძრაობენ დარბიანო,მენოტის პასუხი იყო,რუსები იმდენს დარბიან,რომ ფეხბურთის სათამაშოდ დრო არ ჰყოფნითო,დღეგრძელობას ვუსურვებ ბატონ ლუისს.
გოჩა
19:04 20-07-2018
1
რა მოხდა მერე, ზესტაფონს თუ აქვს თბილისში ბაზა, არგენტინას რო ქონდეს ესპანეთში, რა უჭირს? :დ
ქუთაისელი
17:28 20-07-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული