ლუის მენოტი: მინდოდა, იარაღი ამეღო და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში ყველა დამეხოცა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ძალიან გაღიზიანებულია.

ფედერაციამ ესპანეთში, მარბელაში, საწვრთნელი ბაზა გახსნა და "ალბისელესტეც" მატჩებისთვის დიდწილად სწორედ იქ მოემზადება.

ინტერნეტში მენოტის WhatsApp-ში საუბარმა გაჟონა.

"არ შემიძლია ამის დაჯერება. როდესაც ეს გავიგე, მინდოდა, იარაღი ამეღო და ფედერაციაში ყველა დამეხოცა.

ეს სამარცხვინოა! ამის მერე ჯოჯოხეთში ან საცხოვრებლად ურუგვაიში უნდა წავიდე.

მათ უზარმაზარი თანხა დახარჯეს და სრულიად უგულებელყვეს არგენტინაში არსებული ინფრასტრუქტურა და ხალხი", - ამბობს მენოტი.

altლუის მენოტი: მესის სიდიადისთვის მსოფლიო თასის მოგება არ

სჭირდება

altლუის სესარ მენოტი: ყოველთვის მანცვიფრებდა ლეო მესის თამაშის უბრალოება

altერთი ინტერვიუს გამო: მენოტი ცოცხალია!

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაა მენოტი, რამდენი დრო გავიდა? 1981 იც ლეგენდარული მწვრთნელი ერქვა და თქვა ევროპის საუკეთესო გუნდი თბილისის დინამო მოიგებს თასების თასსო და კდევაც მოვიგეთ. რა დრო იყო ქართული ფეხბურთისთვის და ახლა რა ხდება...ვისთან აგებს თბილისის დინამო
irakli
14:08 20-07-2018
0
კითხვაზე,ფეხბურთის მომავალის შესახებ,მენოტიმ უპასუხა,მომალი ტოტალური ფეხბურთის არისო,ჟურნალისტმა კი მაგრამ რუსებიც ხომ ბევრს მოძრაობენ დარბიანო,მენოტის პასუხი იყო,რუსები იმდენს დარბიან,რომ ფეხბურთის სათამაშოდ დრო არ ჰყოფნითო,დღეგრძელობას ვუსურვებ ბატონ ლუისს.
გოჩა
19:04 20-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული