"ლივერპულმა" აშშ-ში "მანჩესტერ სიტის" 2:1 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიუ ჯერსიში ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხა.

57-ე წუთზე ანგარიში სანემ გახსნა, 63-ე წუთზე სალაჰმა ჰარტს, რომელმაც შესვენების შემდეგ ბრავო შეცვალა, საპასუხო გოლი გაუტანა, 90+4-ე წუთზე კი მანემ თერთმეტმეტრიანით გამარჯვება "წითლებს" მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ "ქალაქელებმა" სარეზერვო შემადგენლობით ითამაშეს, მწვრთნელმა გვარდიოლამ თავის გამოჩენის საშუალება ახალწვეულებსა და ახალგაზრდებს მისცა, "ლივერპული" კი ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით დაუპირისპირდა, ოღონდ სალაჰი და მანე მეორე ტაიმში შეუშვა შეცვლაზე.

altრატომ ცრუობს კლოპი? - "ლივერპული" კიდევ ერთ ძვირადღირებულ ტრანსფერს გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰარტი ისე თმაშობს კაციშვილი არ იყიდისსს
იმერელი
10:50 26-07-2018
0

სიახლეები პოპულარული