დღეს საქართველოს თასის კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ტყიბულში, ადგილობრივმა ორბმა 79:69 (სტატისტიკა) დაამარცხა ბათუმი, მაგრამ სერიაში გამარჯვებული აჭარული გუნდი გამოვიდა. ეს მოხდა იმის გამო, რომ ტყიბულელებს მერვედფინალური სერიის პირველი მატჩი 22 ქულით ჰქონდათ წაგებული. შესაბამისად, ორბს ამაზე მეტით მოგება სჭირდებოდა, რასაც ვერ მიაღწია და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეხვედრა წინა მატჩის მსგავსად ტყიბულში იმის გამო გაიმართა, რომ ბათუმის დარბაზი შეხვედრის სამასპინძლოდ მზად არ აღმოჩნდა. აღნიშნული მატჩი 25 იანვარს, აჭარის დედაქალაქში უნდა გამართულიყო, თუმცა თამაშის ტაბლოს გაუმართაობის გამო ვერ დაიწყო. ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა და მატჩი მეორე დღეს, 26 იანვარს, ტყიბულის დარბაზში დაიგეგმა. ბათუმი, რომელსაც 22 ქულით ჰქონდა ტყიბულში მოგებული, ისევ სტუმრად თამაშს დათანხმდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან ტაბლოს გამართვა ვერც მეორე დღეს ვერ მოხერხდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ხან ორბი იყო წინ, ხანაც – ბათუმი. ბოლო პერიოდის წინ აჭარული გუნდი ქულით იგებდა, თუმცა ბოლო ათწუთეულში მოეშვა და ტყიბულელებმაც გამარჯვების მოპოვება შეძლეს. აჭარლებმა თავი აღარ მოიკლეს და როგორც იტყვიან, ზომიერების ფარგლებში წააგეს.

მეოთხედფინალში გასულ ბათუმს მეტოქედ გურჯაანის დელტა დახვდა. მეოთხედფინალური სერიები მარტის თვეში გაიმართება, თუმცა მანამდე 3 მეოთხედფინალისტია გამოსავლენი და მათი ვინაობა 27 იანვრის მატჩების შემდეგ გაცხადდება.

GBF

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე
7-ქალა | არის პირველი მოგება!
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...