ТАСС: რუსმა ბიზნესმენმა კახი ჟორდანიამ "დენ ბოსხი" შეიძინა

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას მიერ "დენ ბოსხის" შეძენას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი გამოეხმაურა.

"ჰერტონგებოსული კლუბის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ამა წლის აპრილში დაიწყო. ამ კვირის დასაწყისში მხარეებმა საბოლოოდ შეათანხმეს პირობები და კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირმა უნდა დაამტკიცოს. შეთანხმების თანახმად ჟორდანია აქციების 99.9%-ს მიიღებს. შეთანხმების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ჟორდანია კომპანია "ოილ ენერჯი გრუპის" დამფუძნებელი და მფლობელია, რომელიც რუსეთის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს".

altმერაბ ჟორდანიას შვილი, კახი ჟორდანია "დენ ბოსხის" მფლობელი გახდა


altმერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის"

ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული