სანტიაგო ბერნაბეუს თასისთვის მადრიდის "რეალი" "მილანს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
სანტიაგო ბერნაბეუს თასისთვის მადრიდის "რეალის" მეტოქე "მილანი" იქნება. ამის შესახებ ესპანური პრესა იტყობინება.

მატჩი "სამეფო კლუბის" მოედანზე 11 აგვისტოს გაიმართება.

"როსონერი" ბერნაბეუს თასისთვის "რეალს" აქამდე სამჯერ შეხვდა. 1988 და 1990 წლებში გამარჯვება იტალიელებმა იზეიმეს, 1999 წელს კი "ბლანკოსმა" ლომბრადიელებს 4:2 მოუგო.

აღნიშნული თასი 1979 წლიდან თამაშდება (2014 წელს არ ჩატარებულა) და მადრიდელები მისი მფლობელები 27-ჯერ გახდნენ.

გასულ წელს "რეალი" ფლორენციის "ფიორენტინას" დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.

alt"მანჩესტერმა" მაიამიში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული