"მანჩესტერმა" მაიამიში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ში ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე "მანჩესტერმა" "რეალს" 2:1 სძლია.

"მანჩესტერის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო უკმაყოფილოა იმით, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერებისთვის სათანადო თანხა არ გამოუყო, თქვა, რომ "ლივერპულთან" მატჩში ისეთი შემადგენლობა დააყენა, რომლის მაქსიმუმ 30% სეზონისთვის განაცხადში ვერ მოხვდება და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შვებულებაში მყოფ ფეხბურთელებს ვადაზე ადრე დაბრუნება სთხოვა. თუმცა, ბუნებრივია ამ მატჩში ისინი გუნდს ვერ დაეხმარნენ.

"რეალის" მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ კი სასტარტოში თავდასხმაში ბეილი და ბენზემა დააყენა, შესვენების შემდეგ კი მაიორალით და ოდეგორდით შეცვალა. მან მეორე ტაიმში კიდევ 9 ცვლილება განახორციელა,
თამაშმა მთლად ამხანაგური ხასიათი მიიღო და შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა.

მანჩესტერი - რეალი 2:1

გოლები: 1:0 სანჩესი (18), 2:0 ერერა (27), 1:2 ბენზემა (45+3)

მანჩესტერი: დე ხეა, დარმიანი, შოუ, ბაილი, ფოტუ-მენსა, მატა (გარნერი 82), ერერა, ფრედი (ტუანზებე 68), პერეირა, მაკტომინი (მიტჩელი 79), სანჩესი

რეალი: კასილია (ლუნინი 46), ოდრიოსოლა (ლოპესი 62), ვალეხო (ნაჩო 77), სანჩესი, ერნანდესი (რეგულიონი 46), ლორენტე (ასენსიო 77), სებალიოსი (დე ტომასი 62), ვალვერდე (ისკო 77), ბენზემა (მაიორალი 46), ბეილი (ოდეგორდი 46, კროოსი 77)), ვინისიუსი (ოსკარ როდრიგესი 62)

altბაბუა ფლო გაწუწურაქდა და წაბარბაცდა - "რეალსაც" ლოპეტეგი გადაარჩენს?

alt"ლივერპულმა" "მანჩესტერი" 101 254 მაყურებლის თვალწინ გაანადგურა [VIDEO]

 

altმოურინიოს ტრანსფერებზე ფულს არ აძლევენ და კლუბის ხელმძღვანელობის სიძუნწით უკმაყოფილოა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული