მატჩი "სამეფო კლუბის" მოედანზე 11 აგვისტოს გაიმართება.
"როსონერი" ბერნაბეუს თასისთვის "რეალს" აქამდე სამჯერ შეხვდა. 1988 და 1990 წლებში გამარჯვება იტალიელებმა იზეიმეს, 1999 წელს კი "ბლანკოსმა" ლომბრადიელებს 4:2 მოუგო.
აღნიშნული თასი 1979 წლიდან თამაშდება (2014 წელს არ ჩატარებულა) და მადრიდელები მისი მფლობელები 27-ჯერ გახდნენ.
გასულ წელს "რეალი" ფლორენციის "ფიორენტინას" დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.
"მანჩესტერმა" მაიამიში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]