კარიუს! კარიუს! - მარკო ასენსიომ დავიდ დე ხეას დასცინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულის" კარის დარაჯის, ლორის კარიუსის სახელი მეკარეებს შორის ერთგვარი შეურაცხყოფა გახდა.

მადრიდის "რეალი" Internation Champions Cup-ის ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

ამ შეხვედრის დროს სტადიონის შიდა გასასვლელში სახალისო შემთხვევა მოხდა.

"სამეფო კლუბის" ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ "წითელი ეშმაკების" მეკარე დავიდ დე ხეა ნახა და ყვირილი დაიწყო: "კარიუს! კარიუს!".

ამ შეძახილით ასენსიო დე ხეას გაეხუმრა, რომელმაც მუნდიალის პირველ მატჩში შეცდომა დაუშვა და რონალდოს დარტყმული ბურთი ვერ დაიმორჩილა.

ასენსიომ დე ხეა ლორის კარიუსს შეადარა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მიუტევებელი
შეცდომები დაუშვა.

აქვე გეტყვით, რომ კარიუსის შეცდომებმა და წინასასეზონო პერიოდში არადამაჯერებელმა თამაშმა "ლივერპულს" მეკარის რეკორდული ტრანსფერისკენ უბიძგა. კერძოდ კი, მერსისაიდელებმა "რომასგან" ალისონ ბეკერი 72 მლნ ევროდ შეიძინეს.

მოსალოდნელია, რომ კარიუსი "ლივერპულს" დატოვებს, რადგან ალისონის მოსვლის შემდეგ თავს დამცირებულად გრძნობს.

altმიხვდა - ლორის კარიუსს "ლივერპულიდან" წასვლა სურს

altამერიკელი მოდელი, რომელიც ლორის კარიუსს შეცდომების შემდეგ ამშვიდებს [PHOTO]

altალისონის ზღაპრული რეაქცია და მოგერიებული ბურთი "ლივერპულში" პირველივე ვარჯიშზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული