ფლორენტინო პერესმა ლუკა მოდრიჩში "ინტერს" 750 მილიონი მოსთხოვა

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩის "ინტერში" გადაბარგებას "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ დაუშვებს.

ორიოდ დღის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ იუწყა, რომ არაა გამორიცხული, "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი "ინტერში" გადავიდეს, ნერიაძური ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და თავად ლუკა მზადაა მოლაპარაკებისთვის.

ასეთი ინფორმაციები ხშირად ვრცელდება და ძნელი დასაჯერებელია, რადგან ხორვატი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და "რეალზე" უკეთეს გუნდში სად უნდა გადავიდეს? მითუმეტეს, ეს კიდევ უფრო გასაკვირია "რეალიდან" რონალდოს წასვლის შემდეგ, როდესაც მისნაირი მოთამაშე მადრიდულ გუნდს ჰაერივით სჭირდება.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს
ამბავი სიმართლეს შეესაბამება. სახელდობრ, ახლა "კორიერე დელო სპორტი" ირწმუნება, რომ ლუკა მართლაც განიხილავს "ინტერში" გადასვლის საკითხს და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ამაზე პერესს დაელაპარაკება.

გამოცემის მტკიცებით, "ინტერს" მოდრიჩის არენდით აყვანა და მერე მისი კონტრაქტის გამოსყიდვა სურს.

პერესმა კი "მარკას" განუცხადა, რომ თუ მილანელებს ლუკას შეძენა უნდათ, კეთილი უნდა ინებონ და 750 მილიონი ევრო გადაიხადონ, ანუ უარი უთხრა.

altLa Gazzetta dello Sport: "ინტერში" გადაბარგება თავად ლუკა მოდრიჩსაც სურს

alt"ინტერი" ლუკა მოდრიჩის შეძენას ცდილობს

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდი კი არა,ლილოს ბაზრობაა ეს რეალი...
ზაზა
01:34 03-08-2018
6
ეს ფლორენტინო სუფთა სოვდაგარია :))))))
: )))))))
21:37 02-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული