უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება

AutoSharing Option
უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ექტორ კუპერი დაინიშნება.

უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ სპეციალისტთან მოლაპარაკებები დაასრულა. კუპერს ოფიციალურად 6 აგვისტოს წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციამ აქამდე მოლპარაკება 10-მდე სპეციალისტთან გამართა და საბოლოოდ არჩევანი არგენტინელ მწვრთნელზე შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ კუპერი 2008-09 წლებში საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო. გარდა ამისა, ის "მალიორკას", "ვალენსიას", მილანის "ინტერს", "ბეტისს", "პარმას" და ბოლოს ეგვიპტის ნაკრებს წვრთნიდა, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა, თუმცა ჯგუფში სამივე მატჩი წააგო.

altეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული