რონალდო: ლუკა მოდრიჩს "ინტერში" გადასვლას ვუსურვებ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და ამდენივეჯერ "ოქროს ბურთის" მფლობელმა რონალდომ "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის "ინტერში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"სატრანსფერო ბაზარი არაპროგნოზირებადია და რაიმეს განსაზღვრა ძნელია, მაგრამ თუ "ინტერს" უნდა მოდრიჩი მართლა ჩაიგდოს ხელში და ფეხბურთელსაც სურს ეს, ხორვატს მალე იტალიაში გადაბარგებას ვუსურვებ.

რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ სერია A-სადმი ინტერესი გაიზარდა, მოდრიჩის "ინტერში" გადასვლის შემთხვევაში კი კიდევ უფრო გაიზრდება", - განუცხადა რონალდომ Sky Sports-ს.

32 წლის ლუკას მილანურ გუნდში გადასვლა უნდა, "ინტერი" მზადაა 40 მილიონი ევრო გადაიხადოს,
"რეალი" კი 60 მილიონს ითხოვს. თუმცა, თავიდან ბლანკოსის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ ხორვატს 270 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის.

altლუჩანო სპალეტი: ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე ვოცნებობთ

altხულენ ლოპეტეგი: დარწმუნებული ვარ, მოდრიჩი "რეალში" დარჩება

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიჭას სამი ოქროს ბურთი აქვს გადაამოწმეთხოლმე. მაშინდელი ბალონი ევროპის საუკეთესოს ნიშნავდა და წლისას ფიფა ასახელებდა სადაც სამჯერ აიღო. ევროპის საუკეთესო იყო ორჯერ!
ალო
02:16 06-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული