ნიგერიელი ფეხბურთელი, რომელიც გატაცებულად გამოაცხადეს, კლუბიდან თავად წავიდა

AutoSharing Option
ლატვიური "ვენტსპილსის" ნიგერიელმა ფორვარდმა ადელეკე აკინიემიმ განაცხადა, რომ კლუბი მას ემუქრებოდა.

გუშინ "ვენსტპილსმა" განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ 19 წლის ფორვარდი მოიტაცეს და მასში სავარაუდოდ, გამოსასყიდს მოითხოვდნენ.

altლატვიური კლუბის ბომბარდირი მოიტაცეს და კლუბს აშანტაჟებენ

თუმცა Sportacentrs.com-ის ჟურნალისტები ფეხბურთელს "ფეისბუქის" მეშვეობით დაუკავშირდნენ.

"ყველაფერი რიგზე მაქვს, არავის მოვუტაცებივარ. ახლა "ვენტსპილსისგან" შორს ვარ", - თქვა ფორვარდმა.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ნიგერიელმა თავისი ნებით დატოვა გუნდი, რადგან კლუბი მას ემუქრებოდა. ისინი აკინიემის ახალი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდნენ, ხოლო მან უარი უთხრა და დაემუქრნენ. შემდეგ უსაფრთხოების მიზნით

ფეხბურთელმა კლუბი დატოვა.

ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით 300 000 ევროა, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტში 1.5 მლნ ევროს ჩაწერა სურდა.

ნიგერიელი ფორვარდი "ვენტსპილსის" შეტევის ლიდერი, ლატვიის ჩემპიონატის ბომბარდირია. მან 16 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული