კეისუკუ ჰონდამ ერთ კვირაში ახალი გუნდიც იპოვნა და მწვრთნელობაც დაიწყო

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კეისუკუ ჰონდა რამდენიმე დღის წინ ავსტრალიურ "მელბურნ ვიქტორიში" გადაბაგრდა, დღეს კი ის კამბოჯის ნაკრების მწვრთნელად და გენერალურ მენეჯერად წარადგინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონელი მწვანე კონტინენტზე კვლავ აქტიური საფეხბურთო კარიერით დაკავდება და "მელბუნრის" შემადგენლობაში ითამაშებს, თუმცა მწვრთნელობასაც არ დაივიწყებს.

საქმე იმაშია, რომ მას ვიდეო-ზარების მეშვეობით სამწვრთნელო შტაბთან კავშირი ექნება და ნაკრებსაც ასე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ჰონდამ სანაკრებო კარიერა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. ის პირველი იაპონელი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ზედიზედ სამ მუნდიალზე გაიტანა.

მთლიანობაში კი მან საკუთარი ქვეყნის
ნაკრების მაისური 98 შეხვედრაში მოირგო და 37 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული