ქომაგები კუენკადან ბრუნდებოდნენ, სადაც გუშინ ადგილობრივი "დეპორტივოსა" და "ბარსელონას" მატჩი 1:1 დასრულდა. მათმა ავტობუსმა მეორე ავტომობილს გაუსწრო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.
შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა და 30 დაშავდა.
ეკვადორში ხშირია ავტოკატასტროფები - საშუალოდ დღეში 7 ადამიანის გარდაცვალება და 80-ის დაშავება ფიქსირდება.