ხულენ ლოპეტეგის სამი პოზიციის გაძლიერება სურს

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "რეალის" მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის სამი პოზიციის გაძლიერება უნდა.

მან კლუბის ხელმძღვანელობას სამი ფეხბურთელის დამატება სთხოვა.

ხულენს ცენტრალური მცველი, თავდამსხმელი და "ჩელსიში" განათხოვრებული მატეო კოვაჩიჩის შემცვლელი სჭირდება.

21 წლის მცველმა ხესუს ვალეხომ ტრავმა მიიღო, 4-6 კვირა გაუცდება და შემდეგ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით რომელიმე გუნდში გაშვებას უპირებენ.

შეტევაში ლოპეტეგის ახალგაზრდა ბორხა მაიორალის იმედი კი აქვს, მაგრამ ერთი ფორვარდის შეძენას ითხოვს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლანკოსი ტიაგო ალკანტარას (ბაიერნი) და მირალემ პიანიჩის (იუვენტუსი) სამსახურითაა დაინტერესებული.

altხულენ ლოპეტეგი: "რეალი" ვალდებულია ყველა

ტურნირი მოიგოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული