Marca: რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იუწყება.

როგორც იცით, სამხრეთამერიკელი იბიცაზე ისვენებდა, თუმცა პნევმონიის გამო სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით თავად რონალდომ შემდეგი განაცხადა.

"მეგობრებო, აქ, იბიცაზე გრიპის მწვავე ფორმა მქონდა. პარასკევს საავადმყოფოში დამაწვინეს. ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება!

ხვალ გამწერენ და სახლში დავბრუნდები! მხარდაჭერისათვის ყველას მადლობას გიხდით!", - დაწერა რონალდომ "ტვიტერზე".

altრონალდო: საავადმყოფოში დამაწვინეს, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება!

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
პნევმონია არა კვახი -გასკდა ალბათ იმდენი ჭამა
ნიკა
17:28 14-08-2018
1

სიახლეები პოპულარული