სერხიო რამოსი: თუ კლოპი დამშვიდდება, საუკეთესო მწვრთნელად ვაღიარებ

AutoSharing Option
"რეალის" მცველს სერხიო რამოსს მობეზრდა "ლივერპულის" მწვრთნელის იურგენ კლოპისგან გამუდმებით იმის მოსმენა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი გუნდის თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი განზრახ გამოიყვანა მწყობრიდან და ამასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ მერამდენედ ვიმეორებ - ეს სპეციალურად არ გამიკეთებია. ეს ჩემთვის და კლოპისთვის ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი არაა და ამ ინციდენტის დავიწყებას ვთავაზობ.

თუ ცოტა დამშვიდდება, მზად ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვაღიარო", - განუცხადა რამოსმა "მუნდო დეპორტივოს".

altიურგენ კლოპი: არ მინდა სერხიო რამოსივით

ნებისმიერ ფასად გავიმარჯვო

altიურგენ კლოპი: სერხიო რამოსი მოჰამედ სალაჰს დაუნდობლად მოექცა

altიურგენ კლოპმა "ლივერპულის" ფანებთან ერთად ბარში ლუდი დალია და იმღერა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული