პოლ პოგბას ძმამ გერმანიის მესამე დივიზიონის გუნდში მედშემოწმება ზედმეტი წონის გამო ვერ გაიარა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ნახევარმცველის პოლ პოგბას 27 წლის ძმა, თავდამსხმელი მატია შეიძლება ამ სეზონშიც უგუნდოდ დარჩეს.

ის "უირდინგენმა" მედშემოწმებაზე ჭარბი წონის გამო დაიწუნა.

"მატიამ ჩვენზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ფორმაში არაა. ტანმაღალია და ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამოგვადგებოდა, მაგრამ ძალიან გასუქებულია", - განაცხადა "იურდინგენის" მწვრთნელმა შტეფან კრამერმა.

მატიამ წინა სეზონშიც იუქმა, 2016/2017 წლების სეზონში კი ჰოლანდიის "სპარტაში" თამაშობდა და 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

პოლის მესამე ძმა, ფლორენტენი "გენჩლერბირლიგის" ღირსებას იცავს.

alt"ბარსელონამ" უარყო - პოლ პოგბას შეძენა არ გვინდოდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული