ლა ლიგას პრეზიდენტი: "ინტერს" ფული არა აქვს და საიდან სთავაზობს მოდრიჩს 10-მილიონიან ხელფასს?

AutoSharing Option
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა.

"ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ზოგიერთი "კლუბი - სახელმწიფოები" რატომ აფეთქებენ სატრანსფერო ბაზარს და მიჰყავთ ფეხბურთელები. ეს ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების ბრალი არაა. მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. მე მხედველობაში მყავს არამარტო პსჟ, არამედ "იუვენტუსიც", რომელმაც რონალდო შეიძინა.

"ინტერს" ფეხბურთელების შესაძენად ფული არა აქვს და მოდრიჩს 10-მილიონიან წლიურ გასამრჯელოს საიდან პირდება? ამ ფულის წარმომავლობა ჩემთვის უცნობია. ეს საეჭვოა. პსჟ-მ ნეიმარი ფინანსური მაქინაციების საშუალებით იყიდა, ასევე იქცევა "მანჩესტერ სიტი". ეს ყველაფერი ბაზრისა და მედიასაშუალებების
დესტაბილიზაციას იწვევს".

ამ გამონათქვამის გამო ნერიაძური ტებასს სასამართლოში უჩივლებს.

altხავიერ ტებასი: პრიმერა 4 წლის შემდეგ მესისა და რონალდოს წასვლით ძალიან არ დაზარალდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული