ამ მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს 8 808-იან სტადიონზე 7 800 მაყურებელი დაესწრო.
გოლი 21-ე წუთზე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვანდერსონმა გაიტანა.
"ლუდოგორეცმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბრაუნი, მოტი, ნედიალკოვი, ნატანაელი, სისინიო, დიაკოვი, კამპანარო (გორალსკი 72), მარსელინიო (ტერზიევი 90+2), ვანდერსონი, მისიდჯანი, კესერუ (ლუკოკი 76)
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდში მხოლოდ სამმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ითამაშა.
"ლუდოგორეცი" 10 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
"ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს თბილისში
რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"