უცნაური შემთხვევა - პერუში ფეხბურთელი მატჩის მიმდინარეობისას დააკავეს

AutoSharing Option
ინგლისური The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პერუს კლუბ "უნიონ კიმბირის" ფეხბურთელი სესარ მონტალვო შეხვედრის მიმდინარეობისას დააპატიმრეს.

პერუს თასზე "უნიონ კიმბირსი" საკუთარ მოედანზე "სპორტ ჰუანტას" მასპინძლობდა და 0:2 მარცხდებოდა, კლუბის მწვრთნელმა კი მონტალვოს შეცვლა მოისურვა.

ამ დროს მოედანზე პოლიცია შეიჭრა, რომელმაც ფეხბურთელი დააპატიმრა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ის არა სესარ მონტალვო, არამედ ხოსე კონტერასი ყოფილა და 2 წლის განმავლობაში სხვისი სახელით ასპარეზობდა.

მატჩი აღარ გაგრძელებულა. ჯერჯერობით უცნობია, რა დანაშაულისთვის დააპატიმრეს მონტალვო და როგორ მოახერხა მან ორი წლის განმავლობაში სხვისი სახელით თამაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული