პერუს თასზე "უნიონ კიმბირსი" საკუთარ მოედანზე "სპორტ ჰუანტას" მასპინძლობდა და 0:2 მარცხდებოდა, კლუბის მწვრთნელმა კი მონტალვოს შეცვლა მოისურვა.
ამ დროს მოედანზე პოლიცია შეიჭრა, რომელმაც ფეხბურთელი დააპატიმრა.
როგორც შემდეგ გაირკვა, ის არა სესარ მონტალვო, არამედ ხოსე კონტერასი ყოფილა და 2 წლის განმავლობაში სხვისი სახელით ასპარეზობდა.
მატჩი აღარ გაგრძელებულა. ჯერჯერობით უცნობია, რა დანაშაულისთვის დააპატიმრეს მონტალვო და როგორ მოახერხა მან ორი წლის განმავლობაში სხვისი სახელით თამაში.