მოსკოვის მთავარ კანონიერ ქურდად პრემიერლიგის კლუბის ყოფილი მფლობელი აირჩიეს

AutoSharing Option
სააგენტო "როსბალტის" ცნობით, გასულ უქმეებზე მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტების უკანასკნელ წლებში ყველაზე დიდი შეკრება გაიმართა, რომელზეც ერთხმად აირჩიეს მთავარი კანონიერი ქურდი.

"შაქრო მოლოდოის" (ზაქრო კალაშოვი) ნაცვლად, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აირჩიეს 54 წლის ოლეგ შიშკანოვი, იგივე შიშკანი ან ოლეგ რამენსკი. კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით წელიწადნახევარი მიმდინარეობდა, კურთხევის ცერემონია კი "ლუჟნიკების" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა.

შიშკანოვი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და კარგა ხანი იყო პრემიერლიგის ყოფილი კლუბის რამენსკოეს "სატურნ
ის" მფლობელი.

1982 წელს მოსკოვში გააუპატიურეს და მოკლეს გოგონა, შემდეგ კვალის გასაქრობად ის დაწვეს. ამისათვის 18 წლის შიშკანოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა როგორც ამბობენ, დანაშაული მას არ ჩაუდენია და სხვების მაგივრად იჯდა ციხეში.

შიშკანი 1992 წელს გამოვიდა ციხიდან, "იზმაილოვოში" ჩატარებულ შეკრებაზე კანონიერ ქურდად "მონათლეს" და მოსკოვის სამ რაიონში კომერციულ სტრუქტურებზე ზედამხედველობა ჩააბარეს.

1997 წელს შიშკანოვმა გვარი გამოიცვალა, მიხაილოვი გახდა და საფეხბურთო კლუბი "სატურნი" შეიძინა, რომელიც გააძლიერა და უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, სადაც ჩემპიონატზე 2001 და 2002 წლებში მე-6 ადგილზე გავიდა.

შიშკანოვი უშუალო მონაწილეობას იღებდა გუნდის მართვაში, შედიოდა გასახდელში ფეხბურთელებთან, მისი მარჯვენა ხელი კი ვიაჩესლავ ჟიგუნოვი, მეტსხელად "ჟიგუნი" იყო, რომელიც 1999 წელს დააპატიმრეს, სახლში ჩხერიკსას კი ნარკოტიკები, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის ე.წ. შავი ბიღალტერია აღმოუჩინეს, სადაც დაფიქსირებული იყო მოთამაშეთა რეალური ხელფასები და მსაჯების "პრემიელურები". თუმცა, ჟიგუნოვი მალე თავდებით გაათავისუფლეს.

მერე შიშკანოვს კონფლიქტი მოუვიდა ლიუბერეცკის დაჯგუფებასთან, რომელსაც თავიდან ის კურირებდა და ისინი შეეცადნენ "სატურნის" ტერიტორიაზე პარკირებული მისი ავტომობილის აფეთქებას, კლუბის სახელზე გაფორმებული სახლი კი დაუწვეს.

ამის შემდეგ კლუბი მოსკოვის ოლქის ექს-გუბერნატორის ბორის გრომოვის ხელში გადავიდა, პრემიერლიგიდან გავარდა და ახლა ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Sportuli gverdia?
Jorg
09:14 22-08-2018
1

სიახლეები პოპულარული