"ხეტაფემ" ოთარ კაკაბაძის პოზიციაზე "უოტფორდის" ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
დღე-დღეზე ველოდით საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკიდან" "ხეტაფეში" გადასვლას, მაგრამ ამ კლუბის საიტი იტყობინება, რომ მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი დაიმატეს.

"ხეტაფემ" "უოტფორდიდან" 25 წლის მარჯვენა მცველი დიმიტრი ფოულკუერი გადაიყვანა, რომელიც საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.

თუმცა, შესაძლოა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოთარი "ხეტაფეში" არ გადავა და ამ გუნდს კონკურენციისთვის ერთ პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე სჭირდება.

კაკაბაძემ sportall.ge-ს განუცხადა, რომ მისი ლა ლიგაში გადასვლა რეალურია და გუნდის დასახელებისგან თავი შეიკავა.

altოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური

ხდება - "ხიმნასტიკმა" ქართველის პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა


altოთარ კაკაბაძე: დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს რა ჭირი გვჭირს ტო? ასე ფეხებზე რომ არ დაგვიკიდოს არავინ ამისთვის აუცილებელია ქართული ფეხბურთის ავტორიტეტი აიწიოს, მაგალითად თუ ჩვენ წელს ერთა ლიგას მოვიგენთ მახეთ მერე როგორ პატივისცემით შემოგვხედავს ყველა.
5
ანუ, სულ ტყუილად ჭყლოპინებდით, პრიმერაში გადადისო? საწყენია!
გულგატეხილი ფანი
13:10 24-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული