"ხეტაფემ" "უოტფორდიდან" 25 წლის მარჯვენა მცველი დიმიტრი ფოულკუერი გადაიყვანა, რომელიც საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.
თუმცა, შესაძლოა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოთარი "ხეტაფეში" არ გადავა და ამ გუნდს კონკურენციისთვის ერთ პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე სჭირდება.
კაკაბაძემ sportall.ge-ს განუცხადა, რომ მისი ლა ლიგაში გადასვლა რეალურია და გუნდის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ოთარ კაკაბაძე: დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან