"ლუდოგორეცმა" სოფიაში "სლავიას" უგოლო ფრე გაუგორა - უკანასკნელ 5 მატჩში კი 1 გოლი გაუშვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში "ლუდოგორეცი" ბულგარეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში სტუმრად "სლავიას" დაუზავდა - 0:0.

"ლუდოგორეცმა" ეს მატჩიც ჩვეულად ჩაატარა, ნაკლებს უტევდა, ტემპს უნარიანად აგდებდა, მომენტებს საკუთარ კართან მოწინააღმდეგეს არ აქმნევინებდა და გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა, თუმცა მოგებაც შეეძლო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდის მწვრთნელმა პაულო აუტორიმ ქუთაისელებთან დაპირისპირების წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, ზოგი კი მხოლოდ შეცვლაზე შეუშვა.

ამ გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

რაზგრადელები 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.

შეგახსენებთ, "ლუდოგორეცისა"
და "ტორპედოს" განმეორებითი მატჩი 30 აგვისტოს ჩატარდება.

"ლუდოგორეცმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბროუნი, ნედლიაკოვი (ნატანელი 58), ტერზიევი, ფორსტერი, პანოვი, კამპანიარო, გორალსკი, ჟოაო პაულო, ბაკალოვი (მისიჯანი 79), ლუკოკი, შვერჩოკი (კესერუ 75)

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

altწინ მატჩ-რევანშია - რას წერენ და ამბობენ ბულგარელები "ტორპედო" - "ლუდოგორეცის" თამაშზე?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული