"ლუდოგორეცმა" ეს მატჩიც ჩვეულად ჩაატარა, ნაკლებს უტევდა, ტემპს უნარიანად აგდებდა, მომენტებს საკუთარ კართან მოწინააღმდეგეს არ აქმნევინებდა და გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა, თუმცა მოგებაც შეეძლო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდის მწვრთნელმა პაულო აუტორიმ ქუთაისელებთან დაპირისპირების წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, ზოგი კი მხოლოდ შეცვლაზე შეუშვა.
ამ გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
რაზგრადელები 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.
შეგახსენებთ, "ლუდოგორეცისა"
"ლუდოგორეცმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბროუნი, ნედლიაკოვი (ნატანელი 58), ტერზიევი, ფორსტერი, პანოვი, კამპანიარო, გორალსკი, ჟოაო პაულო, ბაკალოვი (მისიჯანი 79), ლუკოკი, შვერჩოკი (კესერუ 75)
"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]
წინ მატჩ-რევანშია - რას წერენ და ამბობენ ბულგარელები "ტორპედო" - "ლუდოგორეცის" თამაშზე?