"ლესტერის" ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
31 წლის თავდამსხმელის თქმით, ის ინგლისის ნაკრებში თამაშს აღარ აპირებს, მაგრამ თუ ტრავმების გამო კრიზისი შეიქმნება, მზად არის, საკუთარი ქვეყნის მთავარ გუნდს დაეხმაროს.
ნაკრებიდან წასვლის მიზეზად "მელიების" ფორვარდმა ასაკი, ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების სურვილი და სათამაშო დროის ნაკლებობა დაასახელა.
მანვე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს უკვე შეატყობინა.
ვარდიმ ინგლისის ნაკრების მაისური 26 შეხვედრაში მოირგო და შვიდი გოლი გაიტანა.
17:00 28-08-2018
ჯეიმი ვარდიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა, მაგრამ...
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული