ვან დერ ვაარტი პარუნაშვილის გუნდში მხოლოდ თავისი გოგონას გამო გადავიდა

AutoSharing Option
35 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა გაამხილა, თუ რატომ გადავიდა "ესბერგში", რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი ლაშა პარუნაშვილი იცავს.

"ამ ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ჩემი გოგონა ესტევანა პოლმანი "ესბერგის" ხელბურთელთა გუნდში თამაშობს.

არ მომწონს დანიური ფეხბურთი, რადგან ძალისმიერია. ეს ჩემი ფეხბურთი არაა. ცოტა ხანს ვითამაშებ, ახალგაზრდებს რამეს ვასწავლი და დავასრულებ ფეხბურთელის კარიერას.

"მიდტიულანდი" იმიტომ დავტოვე, რომ ესბერგიდან ყოველდღე საათნახევარი ვარჯიშზე უნდა მემგზავრა".

რაფაელი და ესტევანა 2016 წლის შემდეგ ცხოვრობენ ერთად, შარშან კი მათ ქალიშვილი შეეძინათ.

26 წლის პოლმანმა
100-ზე მეტ მატჩში დაიცვა ჰოლანდიის ნაკრების ღირსება, 2013 წლიდან ასპარეზობს "ესბერგში" და ორჯერ გახდა დანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

რაფაელი დაქორწინებული იყო მასზე 5 წლით უფროს ნიდერლანდელ მოდელსა და მსახიობზე სილვია მიესზე, წყვილს "ჰოლანდიელ ბექჰემებადაც" კი მოიხსენიებდნენ. მათ 10 წელი იცხოვრეს ერთად და 12 წლის საერთო ვაჟიშვილი ჰყავთ. სილვიას მკერდის კიბო ჰქონდა, 2009 წელს გაიკეთა ოპერაცია და განიკურნა.

altრაფაელ ვან დერ ვაარტი ლაშა პარუნაშვილის თანაგუნდელი გახდა

altვან დერ ვაარტი შვილის სინჯებს დაესწრო

altრაფაელ ვან დერ ვაარტი ბაბუისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს

altრაფაელ ვან დერ ვაარტი: დიეგო მარადონასთან ერთად სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში!


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოლს გოგონათი რატო უნდა მიმართო ?
ნოდო
22:47 29-08-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული