მიშელ პლატინი: უცნაურია, რონალდომ "რეალში" ყველაფერი მოიგო და 33 წლის ასაკში "იუვენტუსში" გადავიდა

AutoSharing Option
უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი თავდამსხმელ რონალდოს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადასვლამ გააკვირვა.

"მე ეს ტრანსფერი უცნაურად მეჩვენება. რონალდომ "რეალში" ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ახალი თავგადასავლის საძიებლად დატოვა გუნდი.

როდესაც 32 წლის ვიყავი, არაერთი კლუბი ცდილობდა ჩემს გადაბირებას, მაგრამ დავიღალე და თამაშს თავი დავანებე. მართალი გითხრათ, რონალდოსი არ მესმის", - განუცხადა პლატინიმ "ეკიპს".

პლატინი "იუვენტუსში" 1982-1987 წლებში ასპარეზობდა და იქ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა.

altმიშელ პლატინიმ მუნდიალის კენჭისყრაში თაღლითობა აღიარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით კპიშტიანო განსაკუთრებული მოვლენაა საერთოდ სპორტში.მისი მიზანსწრაფვა და თავდადება იშვიათია.
თემო
01:35 31-08-2018
0
საერთოდ ბევრი შემთხვევაა როდესაც ესპანეთიდან წასული ფეხბურთელი სერია A ში ვეღარ თამაშობს ,გაიხსენეთ თუნდაც მენდიეტა, რონალდინიო,რიკარდო ოლივეირა,მანიშე ამ ბოლოს კარლოს ბაკა,
kika
10:37 30-08-2018
1

სიახლეები პოპულარული