რონალდომ გაიგო, რომ უეფა მას კი არა მოდრიჩს აჯილდოებდა და მონაკოში გამგზავრება გადაიფიქრა

AutoSharing Option
ESPN-მა გაარკვია, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო მონაკოში იმიტომ არ ჩავიდა, რომ გაიგო ვის დააჯილდოებდა უეფა.

მას თურმე, გადაწყვეტილი ჰქონდა მონაკოში ვერტმფრენით გადაფრენა (ფრენას 40 წუთი დასჭირდებოდა), ცერემონიაზე დარბაზში მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ექვსი სავარძელი იყო გამზადებული, მაგრამ შეიტყო, რომ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ლუკა მოდრიჩს გადასცემდნენ და ტურინში დარჩენა არჩია.

ბიანკონერის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ არ დამალა, რომ კრიშტიანო გაღიზიანებული იყო და გაემგზავრებოდა თუ არა მონაკოში, ეს მისი პირადი საქმეა.

altმასიმილიანო ალეგრი: რონალდო ფიქრობდა, რომ საუკეთესო ის უნდა გამხდარიყო

altრონალდოს აგენტი:

მოდრიჩისთვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გადაცემა სამარცხვინოა
მკითხველის კომენტარები / 9 /
რონალდო უნდა ჩასულიყო მონაკოში და კაცურად მიელოცა მოდრიჩისთვის გამარჯვება. რაც არ უნდა იყოს, სამჯერ ერთად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა
არჩილ
01:36 08-09-2018
0
ყველა რეალის ფეხბურთელის აღფრთოვანებული კომენტარი წაიკითხეთ რონალდოს დიდ კაცობაზე,მეგობრობაზე,პატრიოტიზმზე თქვე საცოდავებო და მერე ილაპარაკეთ.თან იუვეში გადასვლის შემდეგ.
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა-რუსთაველი
09:43 02-09-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული