დანიის ნაკრები ერთა ლიგაზე მე-4 დივიზიონის და ფუტზალის ფეხბურთელებით ითამაშებს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, დანიის ნაკრების ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის კონფლიქტია, მიზეზი კი ისაა, რომ ფეხბურთელებმა თამაშზე უარი განაცხადეს, ვინაიდან მათი თქმით, ხელმძღვანელ პირებს მათი საიმიჯო უფლებების კომერციული გამოყენების სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურთ.

დანიის ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე უელსს და ირლანდიას ხვდება და მატჩების ჩაშლის შემთხვევაში დანიას მკაცრად დასჯიან.

ჰოდა, ფეხბურთის ფედერაციამ გამოსავალი იპოვა: გუნდი ძირითადად მე-4 ლიგისა და ფუტზალის ფეხბურთელებით დააკომპლექტა და ვნახოთ, რა შედეგს მიაღწევენ.

დღეს დანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ტრნავაში სლოვაკეთთან განადგურდა - 0:3.

altდანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ფედერაციას

ულტიმატუმი წაუყენეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შედეგს მიაღწევან და ყოველ შემთხვევაში,ჩვენსაზე უარესს ნაღდად არა..
tazo
11:40 06-09-2018
5

სიახლეები პოპულარული