"ვწუხვარ, ბენჟამინ, ეს ძალით არ გამიკეთებია. მე მას მოედანზევე მოვუბოდიშე და მინდა აქედანაც ვუსურვო სწრაფად გამოჯანმრთელება" - დაწერა გერმანელმა მცველმა "ტვიტერზე".
"ძალიან მტკივა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მან ეს სპეციალურად გააკეთა. მომენტი განმეორებით არ მინახავს. მე მას ბურთი ავართვი, მან კი ჩამარტყა. სარკეში ჯერ არ ჩამიხედავს, მაგრამ როგორც მითხრეს, ჩემი ჭრილობა "შესანიშნავად" გამოიყურება. ეს ხომ ფეხბურთია, ასეთი რაღაცები ხშირად ხდება" - უპასუხა პავარმა კოლეგას.
გერმანიისა
გერმანელები 9 სექტემბერს, ამხანაგურ მატჩში პერუს დაუპირისპირდებიან, ხოლო მსოფლიო ჩემპიონები ერთა ლიგის ეგიდით ჰოლანდიის ნაკრებს პარიზში უმასპინძლებენ.
პავარს ყელზე დარჩა იარა - რიუდიგერმა გადაუარა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესოდ ბენჟამინ პავარის გოლი აღიარეს [VIDEO]