Mundo Deportivo: ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებას ითხოვს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ თავდამსხმელი ნეიმარი პსჟ-ში გადასვლას ნანობს და "ბარსელონაში" უნდა დაბრუნება.

გამოცემის მტკიცებით, მას არ მოსწონს ლიდერობისთვის ედინსონ კავანისთან და კილიან მბაპესთან მეტოქეობა.

ბრაზილიელი "ბარსას" წარმომადგენლებს შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა და კატალონიურ გუნდში დაბრუნება სთხოვა. თუმცა, ის 2019 წელს "რეალში" გადასვლასაც არ გამორიცხავს.

თურმე, "ბარსელონას" ნეიმარის უკან დაბრუნების დიდი სურვილი არა აქვს და კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მის გარეშეც კარგად თამაშობენ.

altნეიმარი: "ლივერპული" პრემიერლიგის ტოპ-ოთხეულში ვერ მოხვდება

altნეიმარი: ძალიან გამიჭირდა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭორი, ჭორი, ჭორი, ბლა, ბლა, ბლა. კაცმა ხო თქვა; მე, ვრჩები პსჟ_ში. რივალდოების აზრი ვის რაში აინტერესებს?
1234
22:11 07-09-2018
5

სიახლეები პოპულარული