ლატვიელებმა, თბილისში სამი ქულის ასაღებად მივდივართო

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორასთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ ვერ იყო მთლად კარგ ხასიათზე ლატვიის ნაკრების ფინელი მწვრთნელი მიკსუ პაატილაინენი, ფეხბურთელებმა კი გაგიკვირდებათ და თბილისში გამომგზავრების წინ ცოტა არ იყოს და ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს.

"მინდა ანდორას ქულის მოპოვება მივულოცო. რასაც ველოდი, ისე ითამაშეს, თავდადებულად. პრობლემები შეგვიქმნეს. ბურთს ცუდად ვაკონტროლებდით. ბევრი იძულებითი ცვლილება განვახორციელე. ამ დონეზე ასე თამაში არ შეიძლება. პირადად მე შეცდომები დავუშვი თავდასხმის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ სპექტაკლით არ შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ", - განაცხადა პააატილაინენმა.

დანა პირს არ უხსნიდა
"ვენტსპილსის" მცველს ვიტალი იაგოდინსკს, რომელმაც ცუდი თამაშის მიზეზებზე ისაუბრა და ბოლოს დასძინა, რომ თბილისში მხოლოდ მოგებაზე ითამაშებენ.

ჩეხეთის "იაბლონეცის" ნახევარმცველმა დევის იკუნიეკმაც დაახლოებით იგივე თქვა:"მდგომარეობის გამოსწორება საქართველოს ნაკრების დამარცხებით შეგვიძლია. თბილისში ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა ჩავწეროთ".

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 23 /
თუ გასვლა გვინდა აუცილებლად 3 ქულა უნდა ავიღოთ. ლატვიელებმა თავის თავს დააბრალონ, საკუთარ კედლებში ანდორას რომ ვერ მოუგებ, პრეტენზია არ უნდა ქონდეთ
dato
15:18 08-09-2018
0
აბა აბა ტრაბახობა ნუ დაიწყეთ ხომ იცით ჯერ უნდა გადახტეთ და მერე დაიძახოთ ოპ..!
maxo
15:14 08-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული