ერთა ლიგა. I ტური: ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისი დაამარცხა

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში კიდევ 7 მატჩი გაიმართა და მათ შორის რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ინგლისი - ესპანეთი გახლდათ. ამ თამაშს 81 392 მაყურებელი დაესწრო და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 2:1.

ინგლისის ეროვნული გუნდი ამ სტადიონზე უკანასკნელად 11 წლის წინ დამარცხდა (ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ხორვატიასთან 2:3). ამას გარდა, ინგლისმა ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია, რაც ბოლოს 30 წლის წინ მოხდა.

ესპანელებმა რეფორმა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მის სადებიუტო მატჩში წარმატებულად დაიწყეს, გოლის და საგოლე გადაცემის ავტორი კი როდრიგო გახლდათ.

altჰარი კეინი: მსაჯი

შეშინდა და დენი უელბეკის 100%-იანი გოლი არ ჩათვალა

შეხვედრის წინ მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელს კეინს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი "ოქროს ბურთი" გადასცეს.

სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა  "ჩელსის" 27 წლის მარცხენა მცველმა მარკოს ალონსომ. სხვათა შორის, ფურია როხაში მისმა მამამ, მარკოს-უფროსმა 37 წლის წინ ითამაშა პირველად და სწორედ "უემბლიზე" ინგლისელთა წინააღმდეგ.

მეორე ტაიმის დასაწყისში კარვახალთან შეჯახებისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო "სამი ლომის" მცველმა შოუმ და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. შეგახსენებთ, მან 2015 წელს ფეხი მოიტეხა და 10 თვე იუქმა.

 

altლიუკ შოუ ესპანეთთან მატჩისას მიღებული ტრავმის შემდეგ გონზე გასახდელში მოვიდა

შვეიცარიამ სახლში 6:0 გაანადგურა ისლანდია 6:0. ასეთი დიდი ანგარიშით კუნძულელები უკანასკნელად 17 წლის წინ დამარცხდნენ - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე დანიასთან.

ბოსნიელთა ნახევარმცველმა პიანიჩმა ჩრდილოირლანდიელებთან მოგებული მატჩის 83-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ჯერ უცნობია რამდენად მძიმეა "იუვენტუსის" ფეხბურთელის ტრავმა.

ლიგა A. 4 ჯგუფი
ლონდონი. "უემბლი"
ინგლისი - ესპანეთი
გოლები: 1:0 რეშფორდი (11), 1:1 საული (13), 1:2 (როდრიგო 32)

ინგლისი: პოკფორდი, გომესი, სტოუნზი, მაგუიარი, ტრიპიერი, შოუ (როუზი 53), ჰენდერსონი (დაიერი 64), ლინგარდი, ალი, რეშფორდი (უელბეკი 90+4), კეინი

ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი, ნაჩო, რამოსი, ალონსო (ინიგო მარტინესი 87), ბუსკეტსი, საული, ალკანტარა (სერხი რობერტო 80), ისკო, ასპასი (ასენსიო 68), როდრიგო

ლიგა A. 2 ჯგუფი
სენტ გალენი. "კიბუნპარკი"
შვეიცარია - ისლანდია 6:0
გოლები: 1:0 ზუბერი (13), 2:0 ზაკარია (23), 3:0 შაქირი (53), 4:0 სეფეროვიჩი (67), 5:0 აიეტი (71), 6:0 მეჰმედი (82)

ლიგა B. 3 ჯგუფი
ბელფასტი. "უინზორ პარკი"
ჩრდ. ირლანდია - ბოსნია 1:2
გოლები: 0:1 დულევიჩი (36), 0:2 სარიჩი (64), 1:2 გრიგი (90+3)

ლიგა C. 2 ჯგუფი
ტამპერე. "რატინანი"
ფინეთი - უნგრეთი 1:0
გოლი: პუკი (7)

ტალინი. "ა. ლე კოკ არენა"
ესტონეთი - საბერძნეთი 0:1
გოლი: 0:1 ფორტუნისი (14)

ლიგა D. 2 ჯგუფი
მინსკი. "დინამო"
ბელარუსი - სან მარინო 5:0
გოლები: 1:0 სტასევიჩი (4), 2:0 დრაგუნი (26), 3:0 საროკა (67, პენ), 4:0 დრაგუნი (87), 5:0 კოვალიოვი (90+1)

ლუქსემბურგი. "ხოსე ბარტელი"
ლუქსემბურგი - მოლდოვა 4:0
გოლები: 1:0 მელგეტი (34), 2:0 ტილი (60), 3:0 სინანი (75), 4:0 მარტინსი (83)

მკითხველის კომენტარები / 2 /
აბრაკადაბრა.
zurab
09:49 09-09-2018
0
Xedavt ta yofila luqsemburgi?
Kika
08:31 09-09-2018
0

სიახლეები პოპულარული