ანდორა-ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში D ჯგუფის 1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, 3 300-იან, თითქმის ცარიელ სტადიონზე ანდორასა და ყაზახეთის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანდორამ პირველ ტურში ფრე გაუგორა ლატვიას და ყაზახეთთანაც მიაღწია ყაიმს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმართა გუნდის მცველმა ლოგვინენკომ თავურით გაიტანა გოლი. 76-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ყაზახების ნახევარმცველი მუჟიკოვი, შეცვლაზე შესულმა ალაეზმა კი მცველის, შომკოს შეცდომით ისარგებლა და კაცნაკლულ მეტოქეს 85-ე წუთზე ანგარიში გაუთანაბრა.

ეს ანგარიში საქართველოს
ნაკრებს აშკარად ხელს აძლევს, რამეთუ ჩვენი მოწინააღმდეგეები რაც უფრო მეტ ქულებს დაკარგავენ ერთმანეთთან, ჩვენთვის ეს ძალიან ხელსაყრელია.

13 ოქტომბერს, შემდეგ ტურში საქართველო ანდორას უმასპინძლებს.

ანდორა ლა ველა. "ნასიონალი"

ანდორა - ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ლოგვინენკო (68), 1:1 ალაეზი (85)
გაძევება: მუჟიკოვი (76)

ანდორა: გომესი, ლიმა, ველესი, რებესი, ც. რუბიო (გომესი 79), ლოვერა, ცერვოსი, ვიეირა, მარტინესი, სან ნიკოლასი (ჯ. რუბიო 83), კლემენტე (ალაეზი 70)

ყაზახეთი: ერიჩი, ლოგვინენკო, შომკო, ბაისებეკოვი (სეიდაჰმეტი 90), პოსტნიკოვი, მუჟიკოვი, კუატი, ისლამხანი, ტუნგიშბაევი (ზაინუტდინოვი 66), შეტკინი, მურთაზაევი (ტურისბეკი 59)

alt ყაზახური პრესა: ანდორა - ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 18 /
მართალია შეტევაში დიდი პრობლემა გვაქვს. კაჭარავა სავსებით გამოუსადეგარია ამ ეტაპზე. ამხელა ტანის პატრონი საჯარიმოში უფრო აგრესიული უნდა იყოს.
dato123
16:44 11-09-2018
0
პლეიოფებში როგორც იძახიან ერთი თამაშია და რეიტინგში მაღლა ვინცაა ის მიიღებსო,ამ შემთხვევაში მაკედონიაც და ბელორუსიაც წინააა,უნდა ვილოცოთ რომ კოსოვო ან აზერები შეგვხვდნენ,დინამოზე რომ ვითამაშოთ ,მგონი ორივეზე წინ ვართ თუ არ ვცდები, მაგრამ ფინალში გასულები სად ითამაშებენ თუ იცით ვინმემ?მადლობა
ჯენგო კაგერმანოვი
14:42 11-09-2018
0

სიახლეები პოპულარული