ანდორამ პირველ ტურში ფრე გაუგორა ლატვიას და ყაზახეთთანაც მიაღწია ყაიმს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმართა გუნდის მცველმა ლოგვინენკომ თავურით გაიტანა გოლი. 76-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ყაზახების ნახევარმცველი მუჟიკოვი, შეცვლაზე შესულმა ალაეზმა კი მცველის, შომკოს შეცდომით ისარგებლა და კაცნაკლულ მეტოქეს 85-ე წუთზე ანგარიში გაუთანაბრა.
ეს ანგარიში საქართველოს ნაკრებს აშკარად ხელს აძლევს, რამეთუ ჩვენი მოწინააღმდეგეები რაც უფრო მეტ ქულებს დაკარგავენ ერთმანეთთან, ჩვენთვის ეს ძალიან ხელსაყრელია.
13 ოქტომბერს, შემდეგ ტურში საქართველო ანდორას უმასპინძლებს.
ანდორა ლა ველა. "ნასიონალი"
ანდორა - ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ლოგვინენკო (68), 1:1 ალაეზი (85)
გაძევება: მუჟიკოვი (76)
ანდორა: გომესი, ლიმა, ველესი, რებესი, ც. რუბიო (გომესი 79), ლოვერა, ცერვოსი, ვიეირა, მარტინესი, სან ნიკოლასი (ჯ. რუბიო 83), კლემენტე (ალაეზი 70)
ყაზახეთი: ერიჩი, ლოგვინენკო, შომკო, ბაისებეკოვი (სეიდაჰმეტი 90), პოსტნიკოვი, მუჟიკოვი, კუატი, ისლამხანი, ტუნგიშბაევი (ზაინუტდინოვი 66), შეტკინი, მურთაზაევი (ტურისბეკი 59)
ყაზახური პრესა: ანდორა - ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?