ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ანდორასთან ფრედ დასრულებულ მატჩს უმალ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ყაზახურ პრესაში.

sports.kz-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: "შეიძლება გავგიჟდეთ".

ავტორი ამბობს, რომ საქართველოსთან ნაკრებთან წაგების შემდეგ, სხვა გზა გარდა ანდორას დამარცხებისა არ ჰქონდათ, მათმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა დაცვაში ორი ცვლილება განახორციელა, მეტოქე კი მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა, მეორე ტაიმში ლოგვინენკომ თავურით როგორც იქნა გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ მუჟიკოვმა მეორე ყვითელი ბარათი "გაახერხა" და 85-ე წუთზე მცველ შომკოს უხეში შეცდომის შედეგად საპასუხო გოლიც გაუშვეს.

"პროსპორტმა" ნიშნისმოგებით დაწერა: "აბა, ვინაა
ახლა ჯუჯა?". საქართველოსთან წაგების მერე ამაზე უკეთეს მეტოქეს ვერც ვინატრებდით და მაინც ვერ მოვიგეთო, აღნიშნავს საფეხბურთო მიმომხილველი ალიბეკ კაბენოვი.

altანდორა - ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩვენთვის კარგი შეიქნა ის, რომ დ ჯგუფში მოვხვდით, თორემ ჩემი აზრით ამ საქართველოს ნაკრების ადგილი ბევრად უფრო ზევითაა, იყო ასე ამჯერად, მოვიგოთ აუცილებლად ყველ თამაში ჯგუფში, ეჭვიც არ მეპარება, რომ ფლეიოფებსაც წარმატებით გავივლით, მერე უკვე ამ ბიჭებს გამოცდილებაც მოემტებათ, რაც ასე აკლიათ და ყველაფერი კარგად იქნება. წინ საქართველო!
ბმბ
11 სექტემბერი 2018 13:28
1
კარგია, გვაწყობდა მოვლენების ესე განვითარება, რა უნდა მოხდეს რომ ჯგუფიდან ვერ გავიდეს ჩვენი ნაკრები, მაგრამ მე სხვა რამ მადარდებს, ამ თამაშით შემდეგ ეტაპზე რა უნდა გავაკეთოთ? ბურთის დაჭერა კარგია, მაგრამ კარში თუარ გაიტან, რა აზრი აქვს ბურთის კოტრიალს?
gigi
11 სექტემბერი 2018 10:50
1
გაწყობდათ კი არა არ გახვიდეთ ძირითადი ჯგუფიდან, ამხანაგური მატჩების ტოლფასია ეგ ტურნირი, მხოლოდ ტოტალიზატორებზე მიდის მუშაობა. კარგი ფული წაიღო უაზახეთმა...
pepe
11 სექტემბერი 2018 11:36
15
ანდორაც ავტობუსს ჩააყენებს,მაგრამ ანდორა იმდენად უკლასო და სუსტი გუნდია რომ აუცილებლად მოვუგებთ,გამორიცხულია ანდორასთან ქულები დავკარგოთ.თუ მსგავსი რამ მოხდება არ ეპატიება ეს ნაკრების არცერთ წევრს.
ბასკეტი
11 სექტემბერი 2018 10:46
1
და მწვრთნელს, რომელიც არჩევს ფეხბურთელებს კონკრეტული მატჩისთვის.
გიზოგ
11 სექტემბერი 2018 15:03
1
მე ვუყურე ამ მატჩს პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა ფრეს ვგულშემატკივრობდი:)) ყაზახებმა არ იციან როგორ ითამაშონ, ბევრად ჩამოგვრჩებიან საფეხბურთო აზროვნებით არამარტო ჩვენ, არამედ ლატვიელებსაც. ლატვიამ ბევრად უფრო გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა პირადად ჩემში. რაც შეეხება ანდორას - იბრძვიან, იბრძვიან რაც შეუძლიათ და ეს დასაფასებელია, მაგრამ მხოლოდ ეს მონდომებაა რაც თვალში მოგხვდება და მეტი არაფერი. თბილისში რათქმაუნდა "კაპიტალურ" დაცვას ითამაშებენ მაგრამ ვერანაირად ისეთ დისციპლინირებულს როგორც ეს ლატვიამ გააკეთა. უბრალოდ დაცვის ასეთ დონეზე ორგანიზება მათ არ შეუძლიათ. შეძლეს შეეკავებინათ ლატვიელების და ყაზახების შეტევები მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ქაოსურად და არაორგანიზებულად უტევდა ორივე ნაკრები. ანდორამ როგორი დაცვითაც არ უნდა ითამაშოს ჩვენს წინააღმდეგ, არანაირი შანსი არ გააჩნია.
ანესთეზეოლოგი
11 სექტემბერი 2018 10:36
2
საქართველოსთან ერთად ჩვენი ჯგუფის ფავორიტი ყაზახეთი კიარა ანდორა ყოფილა :))) ორი ფრე გააგორეს :)))
Ziqenbud
11 სექტემბერი 2018 08:49
3
ანდორამ ყაზახებთან ავტობუსი ჩააყენა კარში,ჩვენთან ალბათ მატარებელს ჩააყენებს
სოსო
11 სექტემბერი 2018 09:23
2
ორიგინალში წავიკითხე ეგ სტატია და “შეიძლება გავგიჟდეთ” არასწორი თარმანია ძვირფასო რედაქციავ. ამ შემთხვევაში სწორი თარგმანია: “გაგიჟება შეიძლება.” ბოდიში შენიშვნისათვის.
პავლე
11 სექტემბერი 2018 08:06
5
Meti saqme ar gaqvs
Maxati
11 სექტემბერი 2018 10:59
15
ეჰ...მასე არ ვგიჟდებით ქართველები უკვე 28წელი!?
გეორგიუსი78
11 სექტემბერი 2018 06:21
3
ჩვენი რეალური ძალა ჩვენი დონის ნაკრებებთან, ანუ მაკედონიასა და ბელარუსთან გამოჩნდება
შაკო
11 სექტემბერი 2018 11:12
1
ამიტო არ შეიძლება მეტოქის დაუფასებლობა, ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ იოლი გასეირნება არ გვექნება, როგორც ლატვიასთან გვეგონა. წინა კომენტარის არ იყოს ჩვენთან მატარებელს ჩააყენებენ და დაელოდებიან ჩვენს მოდუნებას, D დივიზიონში ჩვენთან ყველა მასე ითამაშებს და ვაისმა უნდა მოახერხოს რომ ბიჭები მოამზადოს მატარებლის ლიანდაგიდან გადაყვანისთვის. ავტობუსზე არაა აქ საუბარი რადგან 2 თამაშმა ყველას აჩვენა რომ გოლის გატანა ძნელია ჩვენს კარში და შეეცდებიან რომ არ გაუშვან მათაც.
roma
11 სექტემბერი 2018 10:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული