ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ანდორასთან ფრედ დასრულებულ მატჩს უმალ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ყაზახურ პრესაში.

sports.kz-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: "შეიძლება გავგიჟდეთ".

ავტორი ამბობს, რომ საქართველოსთან ნაკრებთან წაგების შემდეგ, სხვა გზა გარდა ანდორას დამარცხებისა არ ჰქონდათ, მათმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა დაცვაში ორი ცვლილება განახორციელა, მეტოქე კი მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა, მეორე ტაიმში ლოგვინენკომ თავურით როგორც იქნა გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ მუჟიკოვმა მეორე ყვითელი ბარათი "გაახერხა" და 85-ე წუთზე მცველ შომკოს უხეში შეცდომის შედეგად საპასუხო გოლიც გაუშვეს.

"პროსპორტმა" ნიშნისმოგებით დაწერა: "აბა, ვინაა
ახლა ჯუჯა?". საქართველოსთან წაგების მერე ამაზე უკეთეს მეტოქეს ვერც ვინატრებდით და მაინც ვერ მოვიგეთო, აღნიშნავს საფეხბურთო მიმომხილველი ალიბეკ კაბენოვი.

altანდორა - ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ

მკითხველის კომენტარები / 22 /
საინტერესოა ანდორას მთ. მწვრთნელის კოლდო ალვარესის წინა დღის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ ყაზახეთის გუნდი გაცილებით ძლიერია საქართველოს ნაკრებზე და რომ საქართველოს გამარჯვება მხოლოდ მოჩვენებითია...
სნ
11 სექტემბერი 2018 10:40
2
ამიტო არ შეიძლება მეტოქის დაუფასებლობა, ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ იოლი გასეირნება არ გვექნება, როგორც ლატვიასთან გვეგონა. წინა კომენტარის არ იყოს ჩვენთან მატარებელს ჩააყენებენ და დაელოდებიან ჩვენს მოდუნებას, D დივიზიონში ჩვენთან ყველა მასე ითამაშებს და ვაისმა უნდა მოახერხოს რომ ბიჭები მოამზადოს მატარებლის ლიანდაგიდან გადაყვანისთვის. ავტობუსზე არაა აქ საუბარი რადგან 2 თამაშმა ყველას აჩვენა რომ გოლის გატანა ძნელია ჩვენს კარში და შეეცდებიან რომ არ გაუშვან მათაც.
roma
11 სექტემბერი 2018 10:39
1
მე ვუყურე ამ მატჩს პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა ფრეს ვგულშემატკივრობდი:)) ყაზახებმა არ იციან როგორ ითამაშონ, ბევრად ჩამოგვრჩებიან საფეხბურთო აზროვნებით არამარტო ჩვენ, არამედ ლატვიელებსაც. ლატვიამ ბევრად უფრო გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა პირადად ჩემში. რაც შეეხება ანდორას - იბრძვიან, იბრძვიან რაც შეუძლიათ და ეს დასაფასებელია, მაგრამ მხოლოდ ეს მონდომებაა რაც თვალში მოგხვდება და მეტი არაფერი. თბილისში რათქმაუნდა "კაპიტალურ" დაცვას ითამაშებენ მაგრამ ვერანაირად ისეთ დისციპლინირებულს როგორც ეს ლატვიამ გააკეთა. უბრალოდ დაცვის ასეთ დონეზე ორგანიზება მათ არ შეუძლიათ. შეძლეს შეეკავებინათ ლატვიელების და ყაზახების შეტევები მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ქაოსურად და არაორგანიზებულად უტევდა ორივე ნაკრები. ანდორამ როგორი დაცვითაც არ უნდა ითამაშოს ჩვენს წინააღმდეგ, არანაირი შანსი არ გააჩნია.
ანესთეზეოლოგი
11 სექტემბერი 2018 10:36
2
ანდორა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი! ქეცბაიას საქართველოს მაგონებს. ჯგუფში ყველასთვის შეუძლია რაღაცის გაჩალიჩება. ორი თავდამსხმელით უნდა ვითამაშოთ, და უკან მაქსიმალურად კონცენტრირებულად.
ქუთაისელი
11 სექტემბერი 2018 09:55
4
ანდორამ ყაზახებთან ავტობუსი ჩააყენა კარში,ჩვენთან ალბათ მატარებელს ჩააყენებს
სოსო
11 სექტემბერი 2018 09:23
2
საქართველოსთან ერთად ჩვენი ჯგუფის ფავორიტი ყაზახეთი კიარა ანდორა ყოფილა :))) ორი ფრე გააგორეს :)))
Ziqenbud
11 სექტემბერი 2018 08:49
3
ორიგინალში წავიკითხე ეგ სტატია და “შეიძლება გავგიჟდეთ” არასწორი თარმანია ძვირფასო რედაქციავ. ამ შემთხვევაში სწორი თარგმანია: “გაგიჟება შეიძლება.” ბოდიში შენიშვნისათვის.
პავლე
11 სექტემბერი 2018 08:06
5
Meti saqme ar gaqvs
Maxati
11 სექტემბერი 2018 10:59
15
ეჰ...მასე არ ვგიჟდებით ქართველები უკვე 28წელი!?
გეორგიუსი78
11 სექტემბერი 2018 06:21
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული