ნიკლას ბენდტნერმა ტაქსის მძღოლს ყბა გაუტეხა

AutoSharing Option
სკანდალურმა დანიელმა თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ნორვეგიაში ახალი საფეხბურთო ცხოვრება დაიწყო, "რუსენბორგში" გოლები გააქვს, მაგრამ თავისი მაინც არ მოიშალა.

სანაკრებო პაუზისას ის სამშობლოში დაბრუნდა და კოპენჰაგენში ტაქსის მძღოლს ყბა გაუტეხა.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო კომპანია Dantaxi-მ პოლიციას მიმართა და ალბათ, ფეხბურთელს სასჯელი არ ასცდება.

ჯერ უცნობია თუ რატომ მოუვიდა ნიკლასს ტაქსის მძღოლთან კონფლიქტი.

altნიკლას ბენდტნერი მორიგ შარში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული