ეს ხელახლა დაბადებას ჰგავს - დიეგო მარადონამ ახალ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მექსიკურ "დორადოსში" პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ის რამდენი თვის წინ ბრესტის "დინამოს" პრეზიდენტად დანიშნეს, თუმცა მოულოდნელად დატოვა ბელორუსი და მექსიკაში წავიდა, სადაც მეორე დივიზიონის კლუბის მწვრთნელი გახდა.

"ჩვენ თამაშების მოგებას ვაპირებთ. დაცვითი ფეხბურთი არ მიყვარს. აქ სამუშაოდ ვარ. ვაპირებ, საქმეში ბოლომდე ჩავერთო, როგორც ამას გაერთიანებულ საემიროებში ვაკეთებდი, როცა სამუშაოდ დღეში 300 კილომეტრს გავდიოდი", - განაცხადა დიეგომ პირველ პრესკონფერენციაზე.

მან ნარკოდამოკიდებულებასა და ალკოჰოლიზმზეც ისაუბრა.

"წარსულში ბევრი შეცდომა დავუშვი. ახლა ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ. როცა ნარკოტიკს ვიღებდი, ყველაფერი
უკუღმა მიდიოდა, ფეხბურთში კი მთავარი წინსვლაა. ნარკოტიკთან და ალკოჰოლიზმთან წლობით ბრძოლის შემდეგ ეს ხელახლა დაბადებას ჰგავს" - დაამატა მარადონამ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი, სადაც "დორიდოსი" ასპარეზობს, მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ადგილსამყოფელიცაა.

დიეგო მარადონას ახალი კლუბი მექსიკის მეორე დივიზიონში ასპარეზობს, სადაც მე-13 ადგილზე იმყოფება.

altდიეგო მარადონამ ბელარუსიდან მექსიკაში ამოყო თავი

altდიეგო მარადონამ შეიძლება ბრესტის "დინამო" დატოვოს

altმან ჩემი მანქანები დაამტვრია და ფული მომპარა! - დიეგო მარადონა მორიგ ინციდენტში გაეხვა [VIDEO]

altდიეგო მარადონა კვლავ სკანდალშია - არგენტინელი ან მთვრალი იყო, ან ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაბეყვილი, რას დაემგავსა და ეს სხვაზე ლაპარაკობს. სხვის კრიტიკას საკუთარ წონას მიხედო გირჩევნია. ჭორაობას და ტყვილა ლაქლაქს მოეშვი და საკუთარ თავი შეაფასე, ძლივს, რომ დაძუნძულებ!.


















ნონა
11:17 17-10-2018
1
პელე თუ მარადონა? პელე რათქმაუნდა არ შეიძლება პლანეტის ერთერთი უდიდესი ფეხბურთელი მომაავალი თაობისთვის ამდენი ცუდი მაგალითის მიმცემი იყოს მისი გვარი რო გესმის უკვე ხვდები რო რაღაც მიქარა
ნოდო
22:31 12-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული