ბერლინის "უნიონმა" ახალ სეზონში წარმატებული სტარტი აიღო და აუტსაიდერ "დუისბურგთან" მატჩზე კლუბის 21-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო.
დედაქალაქური გუნდის წამყვანი მოთამაშე გოგიაა, რომელიც მუდამ შეუცვლელად თამაშობს და ამ შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა, შესვენების შემდეგ სტუმრებმა ორჯერ დალაშქრეს მასპინძელთა კარი და ბერლინელებმა კომპენსირებულ დროში მოახერხეს ანგარიში გაყაიმება - 2:2.
"უნიონი" 9 ქულით მე-2 ადგილზეა და 22 სექტემბერს სტუმრად "არმინიას" ხვდება.
აკაკი გოგიამ ბერლინის "უნიონთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა
აკაკი გოგიამ სანტ პაულის გოლი გაუტანა და "უნიონს" მეორე ბუნდესლიგაში გალიდერებაში დაეხმარა