"შახტარის" მწვრთნელი პაულო ფონსეკა მასზე 18 წლით უმცროს უკრაინელ გოგონაზე დაქორწინდა

AutoSharing Option
"შახტარის" მწვრთნელი პაულო ფონსეკა უკრაინელ გოგონაზე, ეკატერინა ოსტროუშკოზე დაქორწინდა.

"დიახ, მე აქ დავქორწინდი. ჩემი მეუღლე უკრაინელია და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ძალიან, ძალიან მომწონს კიევში ცხოვრება. აქ კარგი ხალხია და პატივისცემით მეპყრობიან", - განუცხადა პორტუგალიელმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს.

45 წლის პაულო 27 წლის ეკატერინეზე დაქორწინებამდე მეუღლეს გაშორდა, რომელთანაც 20 წელი იცხოვრა.

მისი ახალი მეუღლე 19 წლიდან ტელეარხ "დონბასზე" მუშაობდა, ახლა კი "შახტარის" პრეზიდენტის, ცნობილი ოლიგარქის რინატ ახმეტოვის პრეს-მდივანია.

altხოჭოლავას მწვრთნელი მეუღლეს გაშორდა და კლუბის პრეზიდენტის პრეს-მდივანთან გააბა რომანი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული