ფიფამ პრიზები დაარიგა - საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაასახელეს.

ლონდონში ჩატარებულ საზეიმო ცერემონიალზე მას პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ იცოდა, რომ პრიზს არ გადასცემდნენ და ღონისძიებაზე დასწრება არ ისურვა. მან თავისი გუნდის ოთხშაბათს ჩასატარებელი თამაშისთვის მომზადება მოიმიზეზა.

ლონდონში გამგზავრება "ბარსელონას" ფორვარდმა ლეო მესიმაც გადაიფიქრა, რომელიც ჯილდოს პრეტენდენტთა სამეულშიც კი არ შეიყვანეს.

ფიფა გააღიზიანა ცერემონიალზე მსოფლიოს მართლაც ორი საუკეთესო ფეხბურთელის არყოფნამ. "ეს ფეხბურთის დისკრეტიდაციაა. ეს მათ არ ესმით. ეს სპორტს ვნებს",
- განუცხადა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "მარკას".

"ბარსას" დირექტორმა ხავიერ ბორდასმა განაცხადა, რომ პრეტენდენტებს შორის მესის არყოფნა ფიფას დისკრეტიდაციაა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად დიდიე დეშამი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

საუკეთესო მეკარედ ბელგიელი ტიბო კურტუა მიიჩნიეს, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მუნდიალის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა.

წლის საუკეთესო გოლის ავტორად "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი მიიჩნიეს - მის მიერ პრემიერლიგის 26-ე ტურში "ევერტონისთვის" გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარეს და ფერენც პუშკაშის პრიზი გადასცეს.

საუკეთესო გულშემატკივრებად პერუს ნაკრების ქომაგები დაასახელეს.

ფიფას ფეირ-პლეის პრიზი გასულ სეზონში "ვერდერიდან" "ვენლოში" განათხოვრებულმა თავდამსხმელმა ლენარტ ტაიმ მიიღო, რომელმაც ლეიკეიმიით დაავადებულ ადამიანს სისხლი გადასცა.

ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად მეექვსედ დაასახელეს "ორლანდო პრაიდისა" და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი მარტა.

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის "ლიონის" თავკაცი რენალ პედროსი აღიარეს.

altფიფამ წლის სიმბოლურ ნაკრებში სალაჰი და ნეიმარი არ შეიყვანა


altლეო მესიმ პირველად მისცა რონალდოს ხმა




მკითხველის კომენტარები / 6 /
გურამს არაფერი?!..
დათო
13:40 25-09-2018
0
რა თქმა უნდა ჩემი სუბუექტური აზრია, მე მგონი მადაც ყველაფერი ნაცნობობით არის, მოდრიჩს მბაპეც ჯობდა და რა თქმა უნდა აზარიც ათი თავით.
s.s.
12:34 25-09-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული