საუკეთესო ფეხბურთელი "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა. ხმის მიცემაში ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ.
რონალდომ, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, საუკეთესოდ რაფაელ ვარანი მიიჩნია, მეორე და მესამე ადგილებზე კი შესაბამისად მოდრიჩი და ანტუან გრიზმანი დაასახელა. მან მესის ხმა არ მისცა.
მესის სამეული ასეთია: მოდრიჩი, კილიან მბაპე, რონალდო. ლიონელმა პირველად შეიყვანა კრიშტიანო სამეულში.
მოდრიჩის ტრიო შემდეგნაირია: ვარანი, რონალდო და გრიზმანი.
ფიფამ პრიზები დაარიგა - საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელა